WW84-ის გამოსვლის თარიღი

ოგორც, თქვენთვის ცნობილია 2 წლიანი შესვენების შემდეგ, კინოსამყარო„Warner.Bros Pictures“-ის მიერ გადაღებული „Wonder Woman 1984“-ისპრემიერას მიმდინარე წლის 5 ივნისს ელოდა. თუმცა „Covid – 19“ -თან დაკავშირებული სხვადასხვა რისკ ფაქტორების გათვალისწინებით ფილმის პირველმა ჩვენებამ, ჯერ 20 ივლისს, შემდგომ აგვისტოს თვემდე, კერძოდ კი 14-მდე გადაიწია, თუმცა  სამყაროში არსებული პანდემიის პირობებში პრემიერის თარიღი კვლავ შეიცვალა და წლის ბოლომდე უცნობი თარიღით გადაიწია.
ხსენებული პერიოდის განმავლობაში, WW84-ის მარკეტინგული ჯგუფი უსაქმურად არ ჩერდებოდა და ინფორმაციას მოწყურებულ ფანებს ჯერ შესანიშნავი პოსტერებით შემდგომ კი ახალი თრეილერით ანებივრებდა.

მიმდინარე კვირაში კი ცნობილი გახდა, რომ კინოფრანჩიზის მეორე ნაწილის პრემიერა მიმდინარე წლის 25 დეკემბერს კინოთეატრებში შედგება. ამასთან ერთად ირკვევა, რომ ამავე თარიღიდან  „Warner“-მა ჩვენების ერთთვიანი ექსკლუზივი HBOMAX-ს მისცეს, რაც ასევე სასიხარულოა, რადგან მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სახლში რჩება და მასობრივი თავშეყრის ადგილებს თავს არიდებს.

შეგახსენებთ, რომ გალ გადოტის მიერ განსახიერებული ამაზონელთა პრინცესის ისტორიამ, წინა ფილმთან შედარებით (პირველი მსოფლიო ომის პერიოდი) თანამედროვე დროში გადმოინაცვლა და მოქმედება 1984 წელს ვითარდება.
ასევე, აღსანიშნავია, რომ „პრინცესა დაიანას“ მოწინააღმდეგეები, ე.წ „Villain“-ბი, „Cheetah“ (კრისტეინ უიგი) და Maxwell Lord (პედრო ბალმასედა) იქნებიან. ამასთან, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, თრეილერში კრის პაინსის] მიერ განსახიერებულ გმირს და „WW“-ის ერთადერთ სიყვარულს „Steve Trevor“-ს (სტივ ტრევორი) ვხედავთ, რომელიც ფრანჩიზის პირველი ფილმის თანახმად გარდაიცვლილი უნდა იყოს, თუმცა ახლა მას ოდნავ გაჭაღარავებულს დაიანას გვერდით, 80-იანებისათვის დამახასიათებელი ჩაცმულობით, ახალ ეპოქაში გადმონაცვლებულს ვაკვირდებით.
ფილმის რეჟისორი პეტი ჯენკინსია, რომლის გადაღებულია „მე ვარ ღამე“, „მონსტრი“ და „WW“-ის კინოფრანჩის პირველი სურათი.  ასევე, აღსანიშნავია, რომ ფილმში მონაწილეობას იღებს „House of Card“-ის ვარსკვლავი, რობინ რაიტი, რომელიც კვლავ ამაზონელთა დედოფლის დის როლს განასახიერებს.
Посетители, находящиеся в группе Гости, не могут комментировать.
После регистрации часть рекламы прячется.
все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать