"ფანტასტიკური ოთხეულის" ვარსკვლავები ტომ ქლენსის რომანის მიხედვით გადაღებულ თრილერში მთავარ როლებს შეასრულებენ

სტუდია Paramount ახალ ექშენ-თრილერ "შეუბრალებლადზე" მუშაობს, რომელიც ტომ ქლენსის ამავესახელწოდების რომანის ეკრანიზაცია იქნება. პროექტში მთავარ როლებს მაიკლ ბ. ჯორდანი და ჯემი ბეილი შეასრულებენ.

სიუჟეტი CIA-ს თანამშრომელ ჯონ კლარკის გარშემო ვითარდება, რომელიც სააგენტოში ვიეტნამის ომში მონაწილეობის შემდეგ მოხვდა.

რომანის ეკრანიზაციის იდეა Paramount-ში უკვე დიდიხნის განმავლობაში არსებობდა. ადაპტაციის სცენარზე ტეილორ შერიდანი იმუშავებს, ხოლო რეჟისორი კი სტეფანო სოლიმა იქნება.

გადაღებები მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება, ხოლო რელიზი კი 2020 წლის 18 სექტემბერს დაიწყებდა.




все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать