filter_alt ფილტრი

Netflix გადაიღებს ანიმაციურ სერიალს,...

Netflix და Ubisoft გადაიღებს ანიმაციურ სერიალს, რომელიც დაფუძნებულია საკულტო თამაშზე Far Cry. ამის შესახებ Twitter-ზე გამოაცხადეს Netflix Geeked Week-ის გულშემატკივართა ღონისძიების ფარგლებში.

პროექტზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს და სერილაის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

Far Cry მოქმედებითი-სათავგადასავლო და პირველი პირის შუტერი ვიდეო თამაშია. სერია პირველად 2004 წელს გამოვიდა. თამაშების შესახებ ეკრანიზაციას ადრეც ცდილობდნენ, თუმცა ეს მცდელობები განსაკუთრებული წარმატებებით არ დაგვირგვინდა.

ვიდეოთამაშის თითოეულ ნაწილში მოვლენები სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს, ახალი გმირებით და ახალი ბოროტმოქმედებებით. ამიტომ ძნელი სათქმელია, რომ სერიალი ფოკუსირდება თამაშების ადრინდელ ისტორიაზე და შეინარჩუნებს ტრადიციას ახალი პერსონაჟების შექმნით....
განაგრძე კითხვა

ჯერარდ ბატლერი ითამაშებს ფილმის...

რეჟისორმა რიკ რომან ვომ და სცენარისტმა კრის სპარლინგმა, დაიწყეს მუშაობა ფილმის "გრენლანდია" მეორე ნაწილზე.

ფილმის პირველი ნაწილი მოგვითხრობს, გლობალურ კატასტროფაზე, რომელიც კომეტის დაცემამ გამოიწვია. მთავარ როლს ერთ-ერთი ოჯახი ასრულებს, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვის, რადგან დედამიწის მიმართულებით მოემართება კომეტა, რომელიც პლანეტას გაანადგურებს.

მეორე ნაწილში გმირები იძულებულნი იქნებიან დატოვონ თავიანთი უსაფრთხო თავშესაფარი და გაემგზავრონ ევროპაში ახალი სახლის საძიებლად.

გადაღებები მომავალ წელს დაიწყება....
განაგრძე კითხვა

"ფანტასტიკური ოთხეულის" ვარსკვლავები...

სტუდია Paramount ახალ ექშენ-თრილერ "შეუბრალებლადზე" მუშაობს, რომელიც ტომ ქლენსის ამავესახელწოდების რომანის ეკრანიზაცია იქნება. პროექტში მთავარ როლებს მაიკლ ბ. ჯორდანი და ჯემი ბეილი შეასრულებენ.

სიუჟეტი CIA-ს თანამშრომელ ჯონ კლარკის გარშემო ვითარდება, რომელიც სააგენტოში ვიეტნამის ომში მონაწილეობის შემდეგ მოხვდა.

რომანის ეკრანიზაციის იდეა Paramount-ში უკვე დიდიხნის განმავლობაში არსებობდა. ადაპტაციის სცენარზე ტეილორ შერიდანი იმუშავებს, ხოლო რეჟისორი კი სტეფანო სოლიმა იქნება.

გადაღებები მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება, ხოლო რელიზი კი 2020 წლის 18 სექტემბერს დაიწყებდა....
განაგრძე კითხვა

WW84-ის გამოსვლის თარიღი...

ოგორც, თქვენთვის ცნობილია 2 წლიანი შესვენების შემდეგ, კინოსამყარო„Warner.Bros Pictures“-ის მიერ გადაღებული „Wonder Woman 1984“-ისპრემიერას მიმდინარე წლის 5 ივნისს ელოდა. თუმცა „Covid – 19“ -თან დაკავშირებული სხვადასხვა რისკ ფაქტორების გათვალისწინებით ფილმის პირველმა ჩვენებამ, ჯერ 20 ივლისს, შემდგომ აგვისტოს თვემდე, კერძოდ კი 14-მდე გადაიწია, თუმცა  სამყაროში არსებული პანდემიის პირობებში პრემიერის თარიღი კვლავ შეიცვალა და წლის ბოლომდე უცნობი თარიღით გადაიწია.
ხსენებული პერიოდის განმავლობაში, WW84-ის მარკეტინგული ჯგუფი უსაქმურად არ ჩერდებოდა და ინფორმაციას მოწყურებულ ფანებს ჯერ შესანიშნავი პოსტერებით შემდგომ კი ახალი თრეილერით ანებივრებდა.

...
განაგრძე კითხვა

გალ გადოტი კლეოპატრას როლს მოირგებს...

როგორც ჩანს გალ გადოტი პატი ჯენკინსთან ერთად კიდევ ერთხელ იმუშავებს. “ქალი-საოცრების” რეჟისორი და მთავარი ვარსკვლავი ამჯერად ერთად Paramount Pictures-ის “კლეოპატრაზე” იმუშავებენ.

აშკარაა, რომ გალ გადოტს წინ კიდევ ერთი დიდი როლი ელოდება. მსახიობი უკვე სამჯერ გამოჩნდა “დისის” სამყაროში, ხოლო მისი მეოთხე ნამუშევარი – “ქალი საოცრება 1984” ჯერ კიდევ პრემიერას ელოდება. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გადოტს პატი ჯენკინსთან ერთად კიდევ ერთხელ მოუწევს მუშაობა.

რაც შეეხება უშუალოდ ახალ პროექტს, “კლეოპატრა” დიდ ეკრანებზე ერთხელ უკვე გამოჩენილა, 1963 წელს. მისი რეჟისორი ლეგენდარული ჯოზეფ ლეო მანკევიჩია. ფილმი ძალიან წარმატებული გამოვიდა, მოიპოვა რა 9 ოსკარის ნომინაცია, საიდანაც ოთხში გამარჯვებაც იზეიმა. ამასთან, 1963 წლის ვერსია იმ წლის ყველაზე გაყიდვადი ფილმი იყო, ხოლო მისი ბიუჯეტი იმ დროის სტანდარტებით უბრალოდ წარმოუდგენლად დიდი. ფილმის გადაღებებმა იმდენად დიდი სახსრები მოითხოვა, რომ კინოკომპანია 20th Century Fox თითქმის გაკოტრდა.

ყველაფერ ამის შემდეგ, ცხადია მაყურებელი ძალიან დიდ ნამუშევარს ელოდება, მოლოდინების გამართლება და წინა ვერსიის ჩრდილიდან გამოსვლა კი უძნელესი იქნება, მაგრამ როგორც ჩანს კინოკომპანიას გამოწვევა არ აშინებს და მზადაა კიდევ ერთი ფილმი შესთავაზოს მაყურებელს კლეოპატრას შესახებ.

ფილმის დიდ ეკრანებზე გამოჩენის თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მაგრამ გავრცელებული ხმების მიხედვით სცენარი უკვე მზად არის, ამიტომ გადაღებებიც ძალიან მალე აიღებს სტარტს....
განაგრძე კითხვა